ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა 
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე ლასკადურა, ჩორშურა და მუხრა ადიდდა და რეგიონში პრობლემები შექმნა.  სტიქიის შედეგად გარესამყაროს ხუთი სოფელი მოწყდა.

სოფლებში დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიდი და მუცდი დაზიანებულია ხუთი ხიდი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ჯერ მოსახლეობას რაიმე პრობლემა არ შექმნია, თუმცა ნალექის გაგრძელების შემთხვევაში, მდინარე ლასკადულა დაბის მოსახლეობის 30 პროცენტს შეუქმნის საფრთხეს.

დატოვე კომენტარი