ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან მისასვლელი გზა გაიხსნა

18:22, 22.08.2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო გარესამყაროსგან მოწყვეტილ კიდევ ერთ სოფელთან აღდგა მიმოსვლა. სოფელ ესიერის შემდეგ, გზა სოფელ საყდართან გაიხსნა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა დღის ბოლომდე სოფელთან დურაშთან მისასვლელი გზაც გაიხსნას.

21 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე: ლასკადურაჩორშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს ხუთი სოფელი მოწყდა.

მსგავსი