ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ განუცხადა, „ქართული ოცნების“ პირობებში მძლავრად არის ფესვებგადგმული ნეპოტიზმი და კორუფცია.

„ეს არის სენი, რომელიც აჩერებს ქვეყნის წინსვლას, კლავს იმედს, დრამატულად ხელს უშლის ინვესტიციის შემოდინებას და ეკონომიკის განვითარებას. ჩვენი ფრაქცია ინიციატივით გამოდის, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, რომელიც ამოიღებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის გაჩერებული, თაროზეა შემოდებული. საზოგადოებას მისცემს ძალიან მკაფიო პასუხს, თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს, რა სქემები მუშაობს საქართველოში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ველოდებით, პარლამენტში ოპოზიციური პარტიის შემოსვლას. ეს იქნება ბრძოლა, რომელსაც მივიყვანთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს დააინიცირებს.