ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის ოთხ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის ოთხ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის ოთხ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მოთხოვნას კი მიმალვისა და მტკიცებულებების გაყალბებით ასაბუთებდა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების თქმით, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

ადვოკატი ლევან ჯავახიძე ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ყალბ კუპიურებთან შეხება არ ჰქონია და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ნ.გ., ბ.ბ., ზ.ს. და ლ.ბ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც ისინი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.