Le Monde-ის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, უსაფრთხოების მიზეზებით, საფრანგეთში ვიზიტი ბოლო მომენტში გააუქმა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა, უსაფრთხოების მიზეზებით, საფრანგეთში ვიზიტი ბოლო მომენტში გააუქმა. ის ფრანგ კოლეგასთან, სებასტიენ ლეკორნიუსთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებებში დისტაციურად მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა Le Monde ავრცელებს.
უმეროვის ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო „რამშტაინის“ ფორმატის ფარგლებში საარტილერიო კოალიციის გამოცხადება. ასევე იგეგმებოდა საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეიარაღების მწარმოებელი კომპანიის, Nexter -ის საწარმოში ვიზიტი.