ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე ბრალდების მოწმე, სასაქონლო ექსპერტი დაიკითხა
ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე ბრალდების მოწმე, სასაქონლო ექსპერტი დაიკითხა

პოლიციელების თავდასხმაში ბრალდებულის, ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე ბრალდების მოწმე, სასაქონლო ექსპერტი მამია ჯვარშეიშვილი დაიკითხა.

როგორც პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა, ექსპერტმა შეაფასა პოლიციის დაზიანებული ავტომანქანების ზარალი. სწორედ ერთ-ერთი ავტომანქანის დაზიანებაში ადანაშაულებენ ლაზარე გრიგორიადისს. იაკობიძის თქმით, სასაქონლო ექსპერტმა დაადასტურა, რომ პოლიციის ავტომანქანის ზიანმა 39 000 ლარი შეადგინა.

გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, ყველა მტკიცებულებას, მათ შორის სასაქონლო ექსპერტის ჩვენებას სადავოს ხდიან. მისი თქმით, ზიანის ანაზღაურება, შესაძლოა, გრიგორიადისს დააკისრონ, რასაც ეწინააღმდეგებიან.

პროცესი 25 აგვისტოსთვის გადაიდო.

გრიგორიადისს პოლიციელებზე თავდასხმაში და სხვისი ნივთის დაზიანებაში ედავებიან. საქმე ეხება 7-8 მარტის საპროტესტო აქციებს, რომლის მონაწილეც ლაზარე გრიგორიადისი იყო.