დიმიტრი ხუნდაძე - პრეზიდენტს შესაწყალებლად დარჩა ერთადერთი კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს
დიმიტრი ხუნდაძე - პრეზიდენტს შესაწყალებლად დარჩა ერთადერთი კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს

სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, ეს შეწყალება არ იყო სენტიმენტალიზმის შედეგი, პრეზიდენტმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა მისაღებია და თუკი ვინმე გაიმეორებს, მათაც შეიწყალებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხუნდაძემ წერს, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციას ყველაფრის ჩადენის უფლება მისცა.

ამასთან, მისი შეფასებით, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და ქვეყნის დესტაბილიზაციას ვერავინ შეძლებს.

„სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ეს შეწყალება არ იყო სენტიმენტალიზმის შედეგი, პრეზიდენტმა ამით წაახალისა სხვა ახალგაზრდებიც, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა მისაღებია, თუკი ვინმე გაიმეორებს, მათაც შეიწყალებს. ბუნებრივია, ყველასათვის ძნელად მოსასმენია, რომ ახალგაზრდა ბიჭმა ცხრა წელი ციხეში უნდა გაატაროს, მაგრამ აქ საქმე ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და დანაშაულს, რომელიც ჩადენილია სამართალდამცავების მიმართ. პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდა ოპოზიციას და თან ყველაფრის ჩადენის უფლება მისცა. თუმცა, ავიწყდება, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და ვეღარავინ ვერ შეძლებს ქვეყნის დესტაბილიზაციას, რაზეც, წლებია უკვე, ოცნებობენ. მათ შორის, ვერ შეძლებენ ვერც ქვეყნის გარედან, რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯონ საკუთარი „ენჯეოებით“ ქართულ პოლიტიკაში.

პრეზიდენტს დარჩა ერთადერთი კრიმინალი შესაწყალებლად, მიხეილ სააკაშვილი. სადაც ამდენი იკადრა ზურაბიშვილმა და საკუთარ ღირსებას გადააბიჯა, რატომ არ შეიწყალებს ყველაზე დიდ დამნაშავეს? ოღონდ ჯერ უნდა გადაწყვიტონ მისმა მბრძანებლებმა უცხოეთში, როდის აწყობთ ეს? ახლა, გაზაფხულზე თუ არჩევნების პიკში, შემოდგომაზე? როგორც ყველა დანარჩენში, აქაც მწარე მარცხს განიცდიან. არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია ქართველი ხალხისგან – მშვიდობის, სტაბილურობის და ჭეშმარიტი ევროპული გზის სასარგებლოდ“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა გუშინ მიუსაჯა. გუშინვე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია.