ლატვიის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კერძო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში რუსულ ენაზე სწავლება აკრძალა
ლატვიის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კერძო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში რუსულ ენაზე სწავლება აკრძალა. ახალი კანონი ძალაში 2019 წლის პირველ იანვარს შევა. განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ვინაიდან ხელისუფლება აღნიშნულ სასწავლებლებში აკრედიტაციის კრიტერიუმებს განსაზღვრავს, მას სასწავლო ენის შეცვლის სრული უფლება აქვს.
2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კერძო უმაღლეს სასწავლებლებში 15 ათასზე მეტი სტუდენტი ირიცხებოდა. მათგან 34 პროცენტი სწავლებას რუსულ ენაზე გადიოდა.
რაც შეეხება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს, 1999 წელს მიღებული კანონის თანახმად, სწავლება მხოლოდ სახელმწიფო ენაზეა.
რამდენიმე თვის წინ ლატვიამ მსგავსი კანონი უკვე მიიღო, რომელიც ეროვნული უმცირესოსების სკოლებში ეტაპობრივად ლატვიურად სწავლების დამკვიდრებას ითვალისწინებს. საშუალო სკოლებში სწავლების სრულად სახელმწიფო ენაზე გადასვლის პროცესი 2021 წელს უნდა დასრულდეს.
2018 წლის მონაცემებით, ლატვიაში ეთნიკური რუსების რაოდენობა მოსახლეობის 25,4 პროცენტს შეადგენს.