ლატვიის სეიმის თავმჯდომარე - ჩვენი და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა არაჩვეულებრივად მიდის
ლატვიის სეიმის თავმჯდომარე - ჩვენი და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა არაჩვეულებრივად მიდის

ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე აცხადებს, რომ ლატვია საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ბედნიერი ვარ, რომ ლატვიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ქართველ პოლიტიკოსებს ვმასპინძლობ. ლატვია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერას და ეს პოზიცია მტკიცეა.

ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს მიუთითებს, რომ პარლამენტებს შორის კავშირი და თანამშრომლობა არაჩვეულებრივად მიდის“, – აღნიშნა ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ლატვიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორ ქვეყანას თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„ლატვიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეთანხმება თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.