ირაკლი კობახიძე – ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის განვითარებისთვის, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც მთავრობის თითოეული ნაბიჯი ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვალული

18:47, 28.06.2024

მართალია, ჩვენ გვაქვს პატარა ქვეყანა, მაგრამ ეს არის ჩვენი უძვირფასესი მრავალეროვნული, მრავალფეროვანი ქვეყანა, რომელიც საუკეთესოს იმსახურებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ამ ქვეყნის განვითარებისთვის, ძლიერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის ჩვენი სულისკვეთება და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვალული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი