ირაკლი კობახიძე - ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის განვითარებისთვის, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც მთავრობის თითოეული ნაბიჯი ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვალული
მართალია, ჩვენ გვაქვს პატარა ქვეყანა, მაგრამ ეს არის ჩვენი უძვირფასესი მრავალეროვნული, მრავალფეროვანი ქვეყანა, რომელიც საუკეთესოს იმსახურებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ამ ქვეყნის განვითარებისთვის, ძლიერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არის ჩვენი სულისკვეთება და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვალული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.