ლატვიის პრემიერი - ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მოწოდებულია, დაძლიოს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება, ვცდილობთ, სწრაფად ვთქვათ ამაზე უარი
ლატვიის პრემიერი - ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მოწოდებულია, დაძლიოს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება, ვცდილობთ, სწრაფად ვთქვათ ამაზე უარი

ლატვიის პრემიერ-მინისტრის კრიშიანის კარინიშის განცხადებით, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მოწოდებულია, დაძლიოს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება.

მისივე თქმით, ახლა ცდილობენ, რომ ამაზე რაც შეიძლება სწრაფად თქვან უარი.

„ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მოწოდებულია, დაძლიოს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება. უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში ქვეყნებმა ააშენეს ინფრასტრუქტურა, რომელიც დიდად არის დამოკიდებული რუსულ ენერგოწყაროებზე. ახლა ვცდილობთ, ძალიან სწრაფად ვთქვათ ამაზე უარი. ზოგი წევრი ქვეყნისთვის ეს უფრო იოლია, ზოგისთვის ფიზიკურად უფრო რთული. მათ არ აქვთ პორტები, ინფრასტრუქტურა, თუმცა, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ერთი მიმართულებით მოძრაობს“, – განაცხადა ლატვიის პრემიერმა.