ლატვიელმა სამხედროებმა ქვეყნის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ფლოტის ხომალდი შენიშნეს.
„დღეს ლატვიის ეკონომიკურ ზონაში, ტერიტორიული წყლებიდან 17 საზღვაო მილის დაშორებით ბალტიის ზღვაში შეიარაღებულმა ძალებმა ხომალდი აღმოაჩინეს, რომელსაც მხარს წყალქვეშა ნავი უჭერდა“ – ნათქვამია ლატვიელი სამხედროების განცხადებაში.
ლატვიის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთის სამხედრო ხომალდები, წყალქვეშა ნავები და სამხედრო ავიაცია საზღვართან ხშირად ჩნდებიან.
მოსკოვის მტკიცებით, თვითმფრინავები და ხომალდები საერთაშორისო წესების სრული დაცვით მოძრაობენ.