ლატვიაში სასკოლო განათლების ლატვიურ ენაზე გადასვლას სეიმმა წინასწარ განხილვაზე მხარი დაუჭირა
ლატვიაში სასკოლო განათლების ლატვიურ ენაზე გადასვლას სეიმმა წინასწარ განხილვაზე მხარი დაუჭირა. რუსულენოვანი მოსახლეობა ლატვიის მოქალაქეების 40%-ს შეადგენს. ლატვიაში სახელმწიფო ენა მხოლოდ ლატვიურია, რუსული კი უცხო ენადაა აღიარებული.
კანონპროექტს ხმა 67-მა დეპუტატმა მისცა, 21 კი წინააღმდეგ წავიდა.
სასკოლო განათლების კანონპროქტი ლატვიურ ენაზე სწავლებაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებს. გადაწყვეტილების თანახმად, „განათლების შესახებ“ და „უნივერსალური განათლების შესახებ“ შესახებ კანონებში ცვლილებები სეიმის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომისიას გადაეცა.
კომისიაში განხილვის შემდეგ კანონპროექტი საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
ლატვიის სეიმის შენობასთან საკანონმდებლო ცვლილებები 100-მდე ადამიანმა გააპროტესტა. დემონსტრანტებმა აქციაზე ბანერები გაიტანეს წარწერებით – „არა ასიმილაციას“, „შეჩერდეს ეთნიკური დისკრიმინაცია“. ცვლილებების თანახმად, რუსულ ენაზე შემდეგი საგნების სწავლება იქნება შესაძლებელი – „რუსული ენა“, „რუსული ლიტერტურა“, ასევე კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებული საგნების. საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად ეთნიკური რუსების უკმაყოფილებას იწვევს.