ლატვიაში ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფოს ლიდერების არაფორმალური სამიტი დაიწყო
ლატვიაში ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფოს ლიდერების არაფორმალური სამიტი დაიწყო. პირველი დღის სესიაზე პრეზიდენტებმა ევროპული გაერთიანების მომავალზე იმსჯელეს. კერძოდ, პირველმა პირებმა ევროკავშირის თანამედროვე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მისთვის საჭირო პასუხისმგებლობებზე ისაუბრეს.
14 სექტემბერს დაგეგმილი სესია კი რიგის ერთ-ერთ სასახლეში გაიმართება, სადაც არაიოლუშის ჯგუფის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ევროპის საერთო მომავალზე იმსჯელებენ.
არაიოლუშის ჯგუფში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ის ქვეყნები შედიან, რომლის პრეზიდენტებსაც აღმასრულებელი ძალაუფლება არ აქვთ. მათ შორის არიან ავსტრია, ხორვატია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია და სლოვენია. აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერების პირველი შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ არაიოლუშში შედგა. ჯგუფის სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობს.
წელს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს ლიდერების არაფორმალურ სამიტს არ ესწრება უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი.