ლატვია და ესტონეთი საბჭოთა ოკუპაციის გამო, რუსეთისგან კომპენსაციის მოთხოვნას აპირებენ
ლატვიასა და ესტონეთს საბჭოთა ოკუპაციისთვის რუსეთისგან კომპენსაციის მიღება სურთ. რიგაში შეხვედრისას, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსეთისგან კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას შეისწავლიან, რადგან რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა.
ძინტარს რასნაჩსმა და ურმას რეინსალუმ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ მზად არიან, კომპენსაციის საკითხი გაერო-ს დონეზე გადაწყვიტონ.
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 2015 წელს საბჭოთა ოკუპაციისგან მიყენებული ზარალის დათვლაზე შეთანხმდნენ. ლატვიაში შექმნილმა კომისიამ 2016 წელს ოკუპაციის ზარალი 300 მილიარდ დოლარად შეაფასა. ბალტიისპირეთის ქვეყნების მოთხოვნებს მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს და უპერსპექტივოს უწოდებს.