ლაშა ჟვანია - არჩეული პრეზიდენტის სურვილია, თბილისში, ინაუგურაციამდე პანთეონი და სხვა ადგილები მოინახულოს
ლაშა ჟვანია - არჩეული პრეზიდენტის სურვილია, თბილისში, ინაუგურაციამდე პანთეონი და სხვა ადგილები მოინახულოს

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებები არ იცვლება. მისი თქმით, არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სურვილია, ინაუგურაციამდე თბილისში პანთეონი და სხვა ადგილები მოინახულოს.

„როგორ შეიძლება თბილისის ნაწილი გაუქმდეს. არჩეული პრეზიდენტის სურვილია, ინაუგურაციამდე პანთეონი და კიდევ სხვა ადგილები მოინახულოს”, – განაცხადა ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება.