ლაშა დარსალია - ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არის მცდელობა, მოხდეს იმ თანამშრომლობის დისკრედიტაცია, რომელიც პარტნიორებთან გვაქვს
ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არის მცდელობა, რომ მოხდეს იმ თანამშრომლობის დისკრედიტაცია, რომელიც ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს ჩამოყალიბებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „დეილი მეილის“ სტატიაზე კომენტარისას აღნიშნა.
ბრიტანული გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან იმყოფებიან კავშირში.
დარსალიას თქმით, საქართველოს დიდ ბრიტანეთთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კარგი თანამშრომლობა აკავშირებს.
„გახსოვთ ალბათ, თებერვალში სწორედ მათთან, აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოვლინდა კიბერთავდასხმები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იყო განხორციელებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რაც შეეხება ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცალსახად ვმუშაობთ ჩვენ ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს არის სწორედ მცდელობა, რომ ამ თანამშრომლობის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ჩამოყალიბებული.
ვარაუდის დონეზე – საქართველოს და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები ვის ინტერესებშიც შედის, ეს რუსეთის ფედერაციაა, ხოლო ის, თუ ვინ დგას ამ ცალკეული კონკრეტული ფაქტების უკან, ეს შემდგომი თანამშრომლობის შედეგად გაირკვევა“,- განაცხადა დარსალიამ.