ლაშა დარსალია – საქართველომ დაიწყო მოგზაურობა ევროკავშირისკენ, მადლობა, ევროკავშირო
საქართველომ დაიწყო თავისი მოგზაურობა ევროკავშირისკენ, მადლობა, ევროკავშირო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სოციალურ ქსელში წერს.
„ერთხელ ჩემმა შვილებმა მკითხეს: მართალია, რომ ოდესღაც ინტერნეტი არ არსებობდა. როდესაც გაიგეს, რომ ეს სიმართლე იყო, ეჭვის თვალით შემომხედეს. ვიმედოვნებთ, ჩვენი შვილიშვილები ერთხელ იკითხავენ: მართალია, რომ ოდესღაც საქართველო არ იყო ევროპა. და ეჭვის თვალით შემოგვხედავენ, როდესაც „კი“-ს გაიგებენ. საქართველომ დაიწყო მოგზაურობა ევროკავშირისკენ. მადლობა, ევროკავშირო“, – წერს ლაშა დარსალია.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს მიანიჭა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 2 მარტს განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.
Once my kids asked: if true, that once there was not internet. Hearing YES they looked at me suspiciously. Hope, our grand children one day will ask: if true that once 🇬🇪 was not Europe. And will look suspiciously hearing YES. 🇬🇪has started its journey towards 🇪🇺. Thank you 🇪🇺. pic.twitter.com/uYaY0yqWpo
— Lasha Darsalia (@LashaDarsalia2) December 15, 2023