ლაშა ბუღაძე - წინა ხელისუფლებაც კბილებით ეპოტინებოდა ტრაგიკული შეცდომების შემდეგ შს მინისტრს, იგივე შეცდომას უშვებს ეს ხელისუფლებაც
ხელისუფლება არის გადაფარებული შს მინისტრ, ფსევდო მინისტრ გახარიაზე, რომლის პასუხისმგებლობაც არის ჩვენი ახალგაზრდების დაბრმავებაზე, – ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„გაიხსენეთ, წინა ხელისუფლებაც ასე არ იყო? როგორ კბილებით ეპოტინებოდა, ცნობილი ტრაგიკული, ფატალური შეცდომების გამო თუნდაც თავიან შს მინისტრს და როგორ ხარივით იყო გადაფარებული ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციების გარეშე ვამბობ ამას როგორც ერთგვარ ისტორიულ გამოცდილებას გახსენებთ. ახლაც, ეს ხელისუფლება არის გადაფარებული შს მინისტრ, ამ ფსევდო მინისტრ გახარიაზე, რომლის პასუხისმგებლობაც არის ჩვენი ახალგაზრდების დაბრმავება პირდაპირი მნიშვნელობით და იგივე შეცდომას უშვებს“, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.