„ლაქტალისის“ ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ 2015-2017 წლამდე გამოშვებული პროდუქტები სალმონელათი იყო დაბინძურებული
ფრანგული კომპანია „ლაქტალისის“ ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ 2005 წლიდან 2017 წლამდე გამოშვებული პროდუქტები შესაძლოა, სალმონელათი იყო დაბინძურებული.
„არ შეგვიძლია ამ ფაქტის გამორიცხვა“, – განაცხადა ემანუელ ბენიემ გამოცემა Echos-თან ინტერვიუში.
კომპანიის ირგვლივ სკანდალი 2017 წლის დეკმებერში მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვის რძის პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერია აღმოაჩინეს. კომპანია იძულებული გახდა, 2017 წლის 15 თებერვლიდან გამოშვებული პროდუქტები ბაზრიდან ამოეღო. „ლაქტალისმა“ მსოფლიოს 83 ქვეყნიდან 12 მილიონი ქილა გაყიდვიდან ამოიღო.
ერთი თვის წინ, „ლაქტალისის“ ქართული წარმომადგენლობის წევრებმა კონფერენციაზე განაცხადეს, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ ბავშვთა კვება „სელიაში“, რომელიც საქართველოში იყიდება, სალმონელას ბაქტერიის არსებობა არ დადასტურდა. მათი თქმით, კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.