ლანჩხუთში შუახნის ქალს თავს დაესხნენ 
ლანჩხუთში შუახნის ქალს თავს დაესხნენ 

ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში მცხოვრებ ირმა ფირცხალაიშვილს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

მეზობლების ინფორმაციით, ფირცხალაიშვილი სოფლის ცენტრში მაღაზიას ფლობს, თავდამსხმელები მისგან ოქროსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ.

როგორც მეზობლების აცხადებენ, ბოროტმოქმედებმა დაახლოებით 400 ლარის წაღება მოახერხეს.

ფირცხალაიშვილი ჟურნალისტებთან კონტაქტზე უარს აცხადებს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.