ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ცენტრი შენდება.
სამშენებლო სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მოინახულეს.
ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება და შეხვედრების ოთახი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით .
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა კომფორტულ გარემოში 200-ზე მეტი მომსახურების მიღებას შეძლებს (პასპორტი და პირადობის მოწმობა, მიწის რეგისტრაცია, პენსია და სხვა).
გარდა ამისა, საზოგადოებრივ ცენტრში შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვების, დისკუსიების, საქმიანი შეხვედრების, პრეზენტაციების და შემოქმედებითი საღამოების მოწყობა.