ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი მძიმედ დაშავდა
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი მძიმედ დაშავდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, ერთ-ერთი კომპანიის სატვირთო ავტომობილს საბურავი მოძვრა და სკოლის მოსწავლეს მოხვდა.

მძიმედ დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანა.

შსს-ში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.