ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. დაშავებული ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში იყო გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა 15 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური მაგისტრალის ქვიანის მონაკვეთზე მძიმეწონიან მანქანას რამდენიმე საათის წინ საბურავი მოძვრა და მოზარდს დაეჯახა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, საქმის კვალიფიკაცია შესაძლოა, შეიცვალოს.