უბედური შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. ნიგვზიანის თემის სოფელ ხაჯალიაში ცხრა წლის ბიჭი საქანელადან გადმოვარდა და დაიღუპა.
შემთხვევა სახლის ეზოში მოხდა.
„ბავშვი ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, საქანელადან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას ბებია შეესწრო. მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით“, – განაცხადა ნიგვზიანში ლანჩუთის მერის წარმომადგენელმა, ირაკლი გუჯაბიძემ.