ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სოფელ სუფსასთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

მომხდარის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.