ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნინოშვილის ცენტრში, სოფლების ნინოშვილის, გულიანისა და ჩოჩხათის მოსახლეობა მშენებარე ავტობანის გრიგოლეთის 12-კილომეტრიან მონაკვეთზე მომუშავე კომპანიის კუთვნილი ტვირთმზიდების ხშირ მოძრაობას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა, ოზურგეთი-ლესას ცემენტოვან გზაზე მძიმეწონიანი მანქანებისათვის მოძრაობის შეზღუდვაა.
მათი განცხადებით, მანქანების ხშირი მოძრაობის გამო დაბზარულია სახლების კედლები, გზაზე კი ავტოსაფარი მწყობრიდანაა გამოსული.
ნინოშვილში შეკრებილებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ.
„მოხდება გეოლოგების მოწვევა და მათი დასკვნის შედეგად დაზიანებების აღმოფხვრა“, – აცხადებენ ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურში.