ლანჩხუთის სოფელ ორმეთში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ლანჩხუთში, ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ორმეთში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლის მეპატრონე შინ არ იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტროსადენი გახდა, რის შედეგადაც სახლის ორივე სართული მთლიანად დაიწვა.
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულს შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.