ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლანჩხუთში, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ოჯახის წევრების ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენმა გამოიწვია. მათივე განცხადებით, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, მერია დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას გაუწევს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.