ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მკვლელობა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების შედეგად მამაკაცმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.