ლანჩხუთის სოფელ ჯურუყვეთში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა
ლანჩხუთის სოფელ ჯურუყვეთში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, რის გამოც გზაზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.

როგორც გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ მანქანის გზიდან გაყვანას.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევთა კოდექსის თანახმად ოქმი უკვე შედგა.