ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

ვაქცინაციის კამპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესი ჩოჩხათისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, მსურველებს, ადგილზე ვაქცინაცია „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით შეუძლიათ.

ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ლანჩხუთის მერის მოადგილე, სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა და ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა თებერვლის ბოლომდე გრძელდება. წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში 100-ლარიან დანამატსაც მიიღებენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.