ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სახლში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება.