ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

13:19, 30.08.2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სახლში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება.

მსგავსი