ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი გარემოვაჭრეებს შეხვდა
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, გარემოვაჭრეებს შეხვდა.
მერია მათ მოუწოდებს, გადაინაცვლონ ბაზრებში ან იმ ტერიტორიაზე, რომელიც გამოყოფილია მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ.
„ქალაქის ტერიტორიაზე სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს ყველას, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, გაუფრთხილდნენ თავიანთ და სხვის ჯანმრთელობას“, – ნათქვამია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.