ლანჩხუთის მერი - საბედნიეროდ, ჩვენ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა
ლანჩხუთის მერი - საბედნიეროდ, ჩვენ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა

საბედნიეროდ, ჩვენ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, მოვუწოდებ მოსახლოებას, კვლავაც დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, – ამის შესახებ ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ოთხი ადამიანი, საკარანტინო სივრცეში კი არც ერთი არ იმყოფება.

გურია, მათ შორის ლანჩხუთი კვლავაც ე.წ. მწვანე ზონად რჩება.

„საბედნიეროდ, ამ დრომდე ჩვენ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოვუწოდებ მოსახლოებას, კვლავაც დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ლანჩხუთში შეუფერხებლად მუშაობს ყველა სტრატეგიული ობიექტი, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენს მუნიციპალიტეტში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.