ლანა დელ რეი და ჯარედ ლეტო იტალიური მოდის სახლის, „გუჩის” სახეები გახდებიან. ისინი რეკლამირებას ახალ სუნამოს Gucci Guilty გაუწევენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ვოგი“ ავრცელებს.
მუსიკოსების მონაწილეობით შექმნილი ვიდეოები სატელევიზიო ეთერში მომავალი წლის იანვარში გამოვა. პრომოუშენის ფარგლებში პოსტერებიც დაიბეჭდება.
„გუჩის” შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელე პოპვარსკვლავებთან აქტიურად თანამშრომლობს. აღსანიშნავია რომ ბრენდი დღეს ყველაზე გაყიდვად პროდუქციას ქმნის.