ამერიკელ მომღერალ ლანა დელ რეის თავს დაესხნენ
File photo dated 24/02/16 of Lana del Rey. Police in the US have arrested a man they considered to be a "credible threat" after he allegedly plotted to kidnap the singer. PRESS ASSOCIATION Photo. Issue date: Sunday February 4, 2018. See PA story SHOWBIZ DelRey. Photo credit should read: Ian West/PA Wire
ცნობილ ამერიკელ მომღერალს, ლანა დელ რეის თავს დაესხნენ. ამის შესახებ dailymail იუწყება.
გამოცემა ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც თავდასხმის ფაქტია ასახული. კადრებში ჩანს, რომ კონცერტის ერთ-ერთი მაყურებელი სცენასთან განსაკუთრებით ახლოს მივიდა და როდესაც მომღერალი კულისებში მიდიოდა, მოულოდნელად მისკენ გაიქცა და წააქცია.
ამ დროისთვის ლანა დელ რეის მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე უცნობია მიიღო თუ არა რაიმე სახის დაზიანება მომღერალმა.
ინციდენტი ანტვერპენში, ტურნეს ფარგლებში მოხდა.