ცნობილ ამერიკელ მომღერალს, ლანა დელ რეის თავს დაესხნენ. ამის შესახებ dailymail იუწყება.
გამოცემა ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც თავდასხმის ფაქტია ასახული. კადრებში ჩანს, რომ კონცერტის ერთ-ერთი მაყურებელი სცენასთან განსაკუთრებით ახლოს მივიდა და როდესაც მომღერალი კულისებში მიდიოდა, მოულოდნელად მისკენ გაიქცა და წააქცია.
ამ დროისთვის ლანა დელ რეის მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე უცნობია მიიღო თუ არა რაიმე სახის დაზიანება მომღერალმა.