„გუჩის“ ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

20:48, 22.09.2019

იტალიური მოდის სახლის, „გუჩის“ ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი, ანა გავვა და ლიკა რიგვავა გამოვიდნენ.

მოდელებმა 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინეს.

„გუჩის“ ჩვენებამ მილანის მოდის კვირეული დახურა.

აღსანიშნავია, რომ „გუჩი“ დღეს ყველაზე გაყიდვად ბრენდად ითვლება, ხოლო მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო (ლალო) მიკელე ყველაზე პოპულარულ დიზაინერად.

მსგავსი