ლალი კანდელაკის ბოლო შესრულება ბალეტში „დონ კიხოტი“
ლალი კანდელაკის ბოლო შესრულება ბალეტში „დონ კიხოტი“

16 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მინკუსის ბალეტში „დონ კიხოტი“ ბოლო გამოსვლა ექნება პრიმაბალერინა ლალი კანდელაკს.

ლალი კანდელაკი „დონ კიხოტში“ ჩელიტას პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელია, რომელიც რამდენიმე წელია ამ ბალეტს არამხოლოდ თბილისში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე ასრულებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოსვლა ბუნკა კაიკანის თეატრში, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ამერიკის ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი ანხელ კორელა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვან სოლისტს 16 ნოემბერს დაგეგმილ სპექტაკლში პარტნიორობას გაუწევს მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი, ვაშინგტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ბრუკლინ მაკი.

ლალი კანდელაკისა და ბრუკლინ მაკის შეხვედრა სცენაზე პირველად 2017 წლის 13 იანვარს შედგა, თბილისში, ანდრის ლიეპას საღამოზე. პრიმაბალერინამ და ცნობილმა მოცეკვავემ ვაშინგტონის თეატრიდან იცეკვეს პა დ’ესკლავი ადანის ბალეტიდან „კორსარი“.