ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ ოჯახებს პირველადი საჭიროების ნივთები და სურსათი გადაეცემათ
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ათი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
მათ პირველადი საჭიროების ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და სასურსათო პაკეტები გადაეცემათ.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
დამეწყრილ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.