ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ ოჯახებს პირველადი საჭიროების ნივთები და სურსათი გადაეცემათ

16:49, 24.03.2021

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ათი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

მათ პირველადი საჭიროების ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და სასურსათო პაკეტები გადაეცემათ.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

დამეწყრილ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

მსგავსი