ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი მეორედ გაიმართება. ფესტივალი 23 ივნისს დაიწყება და 18 აგვისტომდე გაგრძელდება.
ფესტივალს ჩიკაგოს ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზ ვოკალისტი დეტრა ფარი გახსნის.
ფესტივალში საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პოპულარული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.