ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი მეორედ გაიმართება. ფესტივალი 23 ივნისს დაიწყება და 18 აგვისტომდე გაგრძელდება.

ფესტივალს ჩიკაგოს ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზ ვოკალისტი დეტრა ფარი გახსნის.

ფესტივალში საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პოპულარული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.