ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანთან მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მანქანაში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპა. მძიმედ დაშავდნენ ბავშვის მშობლები და ავტომანქანის მძღოლი.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.