ლაგოდეხის სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ხელისა და ფეხის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.