ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.