ლაგოდეხის ნაკრძალში გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.